---
title: "მუხლი 11. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის არჩევის წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/11"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "11"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის არჩევის წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 11 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/11

1. ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი უნდა აირჩეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ცესკოს არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

2. თუ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი ვერ აირჩა, მის არჩევამდე აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას ასრულებს ცესკოს ის წევრი, რომელმაც არჩევისას ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით გამოვლენილი პირი.
საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.
საქართველოს 2024 წლის 19 მარტის ორგანული კანონი №4089 – ვებგვერდი, 25.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/12.md
