---
title: "მუხლი 111. პასიური საარჩევნო უფლება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/111"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "111"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 111. პასიური საარჩევნო უფლება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 111 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/111

1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც.

2. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.

3. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) .

4. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ამ კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/110-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/112.md
