---
title: "მუხლი 112. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/112"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "112"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 112. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 112 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/112

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს;
ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;
ვ) სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები;
ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;
ი) მოსამართლეები;
კ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;
ლ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;
მ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
ნ) (ამოღებულია - 20.02.2025, №324) ;
ო) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები;
პ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები;
ჟ) (ამოღებულია - 26.06.2025, №812) ;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.

3. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში პირს უუქმდება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლად, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლად რეგისტრაცია (ასეთი რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3973 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4192 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5434 - ვებგვერდი, 29.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №438 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის ორგანული კანონი №4411 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის ორგანული კანონი №324 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №783 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №812 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
თავი XIII. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/111.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/113.md
