---
title: "მუხლი 122. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/122"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "122"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 122. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 122 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/122

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო მის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი – მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის ორგანული კანონი № 6 68 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3795 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
თავი XIV. საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/121.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/123.md
