---
title: "მუხლი 127. საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/127"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "127"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 127. საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 127 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/127

1. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

2. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში. ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

3. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი, ცესკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

4. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიების პარტიული სიები უცვლელი რჩება. ამ სიებში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართვ ელოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/126.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/128.md
