---
title: "მუხლი 149. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საკრებულოს არჩევნების შედეგების დადგენა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/149"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "149"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 149. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საკრებულოს არჩევნების შედეგების დადგენა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 149 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/149

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ საკრებულოს არჩევნებში საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ კანდიდატთაგან არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.
საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის ორგანული კანონი №4171 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/148.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/149-1.md
