---
title: "მუხლი 152. განმეორებითი და ხელახალი კენჭისყრები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/152"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "152"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 152. განმეორებითი და ხელახალი კენჭისყრები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 152 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/152

1. თუ საარჩევნო უბანში კენჭისყრა ბათილად იქნა ცნობილი, ცესკო ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც უნდა გაიმართოს კენჭისყრის დღიდან 2 კვირის ვადაში. განმეორებითი კენჭისყრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმართება, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში − საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატისა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა შორის სხვაობა ამ საარჩევნო უბნის ან გაბათილებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე ნაკლებია.

2. განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გაბათილების შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნების გაუთვალისწინებლად.

3. თუ საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/151.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/153.md
