---
title: "მუხლი 159. თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/159"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "159"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 159. თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 159 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/159

1. თბილისის საკრებულოში მაჟორიტარული წესით ასარჩევ კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში მონაწილე პარტიას;
ბ) არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

2. პოლიტიკურ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 21 წელი.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/158.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/159-1.md
