---
title: "მუხლი 16. ცესკოს აპარატი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/16"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "16"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ცესკოს აპარატი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 16 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/16

1. არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ცესკოს აპარატი.

2. აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ცესკოს რეგლამენტით.

3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა ამ კანონით დადგენილი წესით პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.

4. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.

5. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით განსაზღვრავს ცესკო. საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4392 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №168 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/16-1.md
