---
title: "მუხლი 168. პირის მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/168"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "168"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 168. პირის მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 168 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/168

1. პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.

2. მერობის კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე.

4. შესაბამისი საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, აგრეთვე კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/167.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/169.md
