---
title: "მუხლი 169². მერის რიგგარეშე არჩევნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/169-2"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "169^2"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 169². მერის რიგგარეშე არჩევნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 169² (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/169-2

1. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცესკო განკარგულებით. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

2. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ მერს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

2¹. ამ   მუხლის   პირველი   და   მე-2   პუნქტებით   დადგენილი   წესები არ ვრცელდება ამ კანონის 154 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

3. (ამოღებულია - 25.05.2022, №1610) .

4. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ. )
4 1 . მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ხოლო არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებით მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად, ხოლო არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს შესაბამისი საარჩევნო კომისია გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად.

5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის 4 1 პუნქტის შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას საჭიროებს, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, შესაბამისად, ცესკოს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს მერის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №1610 – ვებგვერდი, 27.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
თავი XIX. რეფერენდუმი და პლებისციტი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/169-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/170.md
