---
title: "მუხლი 173. პლებისციტის დანიშვნა და მისი ჩატარების წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/173"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "173"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 173. პლებისციტის დანიშვნა და მისი ჩატარების წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 173 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/173

1. პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად.

2. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

4. პლებისციტის ჩატარებაზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი წესები, გარდა 171-ე მუხლით დადგენილისა.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1019 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/172.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/174.md
