---
title: "მუხლი 177. ხელმოწერების შეგროვების შედეგების განხილვა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/177"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "177"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 177. ხელმოწერების შეგროვების შედეგების განხილვა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 177 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/177

1. შევსებული ხელმოწერების ფურცლები ეგზავნება საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ადგენს შეჯამებულ მონაცემებს ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლებთან ერთად უგზავნის ცესკოს რეგსტრაციის მოწმობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

2. ცესკო ამოწმებს შემოსულ მასალებს და, თუ მიიჩნევს, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ კანონის მოთხოვნებს, თავის დასკვნასა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას რეფერენდუმის მოწყობის შესახებ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 1 თვისა.

3. თუ დადგინდა, რომ მოქალაქემ 2-ჯერ ან 2-ზე მეტჯერ მოაწერა ხელი განცხადებას რეფერენდუმის მოწყობის შესახებ, მისი ყველა ხელმოწერა ბათილად ითვლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/176.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/178.md
