---
title: "მუხლი 191¹. გარდამავალ პერიოდში საარჩევნო სუბიექტის მიერ წლიური ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/191-1"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "191^1"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 191¹. გარდამავალ პერიოდში საარჩევნო სუბიექტის მიერ წლიური ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 191¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/191-1

1. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა 2023 წლის 2 სექტემბრამდე არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის ერთი და იმავე არჩევნების დროს განმეორებით დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს 2023 წლის 1 სექტემბრამდე ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო 2023 წლის 1 სექტემბრიდან – ანტიკორუფციული ბიურო.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/191.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/192.md
