---
title: "მუხლი 191. 2020 წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიის შეზღუდვისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას პასუხისმგებლობის მარეგულირებელი დამატებითი წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/191"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "191"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 191. 2020 წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიის შეზღუდვისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას პასუხისმგებლობის მარეგულირებელი დამატებითი წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 191 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/191

1. საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების მიერ და მათ სასარგებლოდ გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/190.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/191-1.md
