---
title: "მუხლი 203¹. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება და აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/203-1"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "203^1"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 203¹. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება და აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 203¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/203-1

1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს არ მოეთხოვება ამ კანონით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

2. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირი ვალდებულია შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება ცესკოს მიერ ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებაში და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმავე ვადაში წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა.

3. ცესკო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას და საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარუდგენლობის თაობაზე ინფორმაციას აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 2 დღეში აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.

4. ცესკოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას ახალარჩეულ პარლამენტს წარუდგენს აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე ინფორმაციას.
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №7163 – ვებგვერდი, 22.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/203.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/203-2.md
