---
title: "მუხლი 203⁸. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/203-8"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "203^8"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 203⁸. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 203⁸ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/203-8

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის:
ა) ცესკომ 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საარჩევნო ოლქების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;
ბ) ცესკომ 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა ან/და ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;
გ) საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2025 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნა ან/და ცვლილებების განხორციელება, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა  არჩევნებისას საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრული ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების, 2017 წელს განხორციელებული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ცვლილებების და ამ კანონის 140-ე მუხლით დადგენილი ოდენობების გათვალისწინებით;
დ) საარჩევნო უბნები შეიქმნას ან/და ცვლილებები განხორციელდეს არაუგვიანეს 2025 წლის 1 აგვისტოსი;
ე) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში ამომრჩეველთა რაოდენობა განისაზღვრება 2017 წლის 15 ივლისის მდგომარეობით.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №168 – ვებგვერდი, 29.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/203-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/204.md
