---
title: "მუხლი 35. ამომრჩევლის ბარათი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/35"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "35"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. ამომრჩევლის ბარათი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 35 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/35

1. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30 დღისა და არაუგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებულია:
ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;
ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;
გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;
დ) საარჩევნო უბნის ნომერი;
ე) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ვ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.

1¹. ამ მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის ბარათის ამომრჩევლისთვის გადაცემის კონკრეტული ვადა, აგრეთვე ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის ნომრისა და სხვა რეკვიზიტების შესახებ ინფორმაციის ამომრჩევლისთვის მიწოდების წესი განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.

2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
თავი IV. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/36.md
