---
title: "მუხლი 36¹. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/36-1"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "36^1"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36¹. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 36¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/36-1

1. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან.

2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.

4. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული წესით ხარვეზის დადგენის საფუძველია.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/37.md
