---
title: "მუხლი 7. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი, სისტემა და შემადგენლობა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/7"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "7"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი, სისტემა და შემადგენლობა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 7 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/7

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:
ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან;
ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან;
გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;
დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

3. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. თუ ერთდროულად ტარდება საერთო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საერთო არჩევნებისთვის ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

5. ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლებზე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4392 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №168 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/8.md
