---
title: "მუხლი 76². ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76-2"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "76^2"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76². ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 76² (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76-2

1. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები ამ კანონის 76 3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო ოლქებში/საარჩევნო უბნებში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებები, აგრეთვე მათი გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

3. არჩევნების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76-3.md
