---
title: "მუხლი 76³. საარჩევნო ოლქები/საარჩევნო უბნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76-3"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "76^3"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76³. საარჩევნო ოლქები/საარჩევნო უბნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 76³ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76-3

1. იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. აღნიშნული საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% მოიცვას.

2. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება:
ა) თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;
გ) ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში, რომელიც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება.

3. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება:
ა) სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში;
ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში;
გ) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში.

4. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით  ჩატარდება,  ამომრჩეველთა  რაოდენობა 3 000-ს არ უნდა აღემატებოდეს.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76-4.md
