---
title: "მუხლი 76⁷. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76-7"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "76^7"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76⁷. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 76⁷ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76-7

1. იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი, ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ციფრულ ფორმატში უნდა იქნეს გადაყვანილი.

2. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ მოწყობილობაზე არსებული საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ყველა ვერსიის ინტერნეტსივრცეში განთავსება საარჩევნო უბნების მიხედვით, კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსიის ინტერნეტსივრცეში გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

3. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების გამოქვეყნების წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.
თავი IX. საარჩევნო დავის განხილვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/77.md
