---
title: "მუხლი 84. საარჩევნო სუბიექტების პასუხისმგებლობა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევისათვის — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/84"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "84"
identifier: "5636-რს"
adopted: "2011-12-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2025-12-29"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84. საარჩევნო სუბიექტების პასუხისმგებლობა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევისათვის — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2025-12-29.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 84 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/84

1. საარჩევნო სუბიექტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევისათვის, აგრეთვე იმ ქმედებისათვის, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების კანონით დადგენილი მოთხოვნებისათვის გვერდის ავლა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1557168-sakartvelos-saarchevno-kodeksi/85.md
