---
title: "მუხლი 13. საცხოვრებელი შენობის ვიდეო თვალთვალი — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/13"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "13"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. საცხოვრებელი შენობის ვიდეო თვალთვალი — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/13

1. საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა. ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესახებ უნდა ეცნობოთ შენობაში მცხოვრებთ.

2. საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება დასაშვებია მხოლოდ პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისათვის .

3. საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი . მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგ ი დაუშვებელია .

4. ვიდეო თვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე . საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2636 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/14.md
