---
title: "მუხლი 14. მონაცემთა დამუშავება საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/14"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "14"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. მონაცემთა დამუშავება საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/14

1. საჯარო და კერძო დაწესებულებებს შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით შეუძლიათ შეაგროვონ შემდეგი მონაცემები: სახელი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე, მისამართი, შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო, ასევე შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან სამ წელს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ისინი უნდა წაიშალოს ან განადგურდეს. თავი III. მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის უფლებები და მოვალეობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/15.md
