---
title: "მუხლი 15. მონაცემთა სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/15"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "15"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. მონაცემთა სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/15

1. თუ მონაცემთა შეგროვება ხორციელდება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისაგან , მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მონაცემთა დამმუშავებლის ა და უფლებამოსილი პირის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ვინაობა და რეგისტრირებული მისამართი; ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი; გ) სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემთა მიწოდება ; თუ სავალდებულოა − მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები; დ) მონაცემთა სუბიექტის უფლება , მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემ თა თაობაზე , მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება .

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშ ნ ული ინფორმაციის მიწოდება არ არის სავალდებულო, თუ მონაცემთა სუბიექტ ს უკვე აქვს იგი .

3. თუ მონაცემთა შეგროვება არ ხორციელდება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისაგან, მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს ამ მუხლის პირველ პუნქტ ში აღნიშნული ინფორმაცია .

4. სტატისტიკური, სამეცნიერო და ისტორიული მიზნებისათვის ინფორმაციის შეგროვებისას მისი მიწოდება არ არის სავალდებულო , თუ მონაცემთა სუბიე ქ ტის ა თვის ინფორმაციის მიწოდება დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/16.md
