---
title: "მუხლი 20. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/20"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "20"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/20

1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია ფაილური სისტემის შექმნამდე და მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ აღნიშნული ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

3. სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, წარედგინება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ უნდა აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ მონაცემების გადაცემიდან 24 საათში.

5. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტო მისი მიღებისთანავე აწვდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2636 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №479 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. თავი IV. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/21.md
