---
title: "მუხლი 22. მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების მოთხოვნის უფლება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/22"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "22"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების მოთხოვნის უფლება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/22

1. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

2. მონაცემთა დამმუშავებელმა ყველა მონაცემთა მიმღებს უნდა აცნობოს მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების სიმრავლისა და არაპროპორციულად დიდი ხარჯების გამო. ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიმღები მხარე ვალდებულია შესაბამისად გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/23.md
