---
title: "მუხლი 25. თანხმობაზე უარი — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/25"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "25"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. თანხმობაზე უარი — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/25

1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება.

2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და გაანადგუროს დამუშავებული მონაცემები განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მონაცემთა სუბიექტის მიერ ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ მისივე თანხმობით დამუშავებულ ინფორმაციაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/26.md
