---
title: "მუხლი 40¹. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის პრინციპები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-1"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "40^1"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40¹. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის პრინციპები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 40¹ (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-1

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-10.md
