---
title: "მუხლი 40¹¹. მონაცემთა დაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-11"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "40^11"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40¹¹. მონაცემთა დაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 40¹¹ (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-11

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს. ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ბ) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა; გ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება); დ) საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ინფორმირებულობის გაზრდა. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-12.md
