---
title: "მუხლი 40¹⁹. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის შერჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა და უფლებამოსილებანი — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-19"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "40^19"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40¹⁹. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის შერჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა და უფლებამოსილებანი — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 40¹⁹ (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-19

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე დასანიშნი პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც არ უნდა იყოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებზე ნაკლები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი მოთხოვნები) განისაზღვრება ამ კანონითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს.

2. დასაშვებია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის უკონკურსოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობით გადაყვანა ან ჰორიზონტალური გადაყვანა.

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. თავი VI. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-2.md
