---
title: "მუხლი 40⁴. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-4"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "40^4"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40⁴. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 40⁴ (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-4

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც იგი თანამდებობებზე ნიშნავს ბრძანებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას ამ კანონით დადგენილი წესით.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების, ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე სარგებლობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებითა და სამართლებრივი გარანტიებით. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-5.md
