---
title: "მუხლი 40⁹. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-9"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "40^9"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40⁹. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 40⁹ (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-9

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოსამსახურეზე რაიმე ზემოქმედება და მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები.

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. ეს უფლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/41.md
