---
title: "მუხლი 5. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/5"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "5"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/5

მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მ ისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; ე ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც არ სებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი ; ვ ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; ზ ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელი ა კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად ; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) . (ძალადაკარგულია მე-5 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/4/693,857 – ვებგვერდი, 12.06.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/6.md
