---
title: "მუხლი 53. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/53"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "53"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/53

1. მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტის წარდგენის წესის დარღვევა, მათ შორის, ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა და მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის , – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარ ის ოდენობით. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/52-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/54.md
