---
title: "მუხლი 55. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/55"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "55"
identifier: "5669-რს"
adopted: "2011-12-28"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2024-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2024-03-01.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/55

1. ამ კანონის 43-ე−54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. თავი VII 1 . გარდამავალი დებულებები საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2869 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1561437-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/55-1.md
