---
title: "მუხლი 12 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/12"
law: "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 15772"
adopted: "2001-12-07"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/12

1. ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა არამყარი, შექცევადი მორფოლოგიური ცვლილებებისა და ფუნქციური დარღვევებისას, დაავადების მიმდინარეობაზე, ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობაზე დაკვირვების მიზნით, ტარდება პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის პერიოდული გადამოწმება: ა) ქმედობაუნარიანობის ზომიერად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის დროს – წელიწადში ერთხელ; ბ) ქმედობაუნარიანობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის დროს – ორ წელიწადში ერთხელ.

2. კლინიკური და სოციალური პროგნოზიდან, აგრეთვე სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შედეგად მოსალოდნელი ეფექტურობიდან გამომდინარე, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი შეიძლება დადგინდეს 6 თვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/13.md
