---
title: "მუხლი 19 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/19"
law: "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 15772"
adopted: "2001-12-07"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/19

დაზარალებულმა, რომელიც პირველად გადის შემოწმებას, ან მისმა წარმომადგენელმა დაწესებულებაში უნდა წარადგინოს იმ დამსაქმებლის ადმინისტრაციის ან პროფესიული კავშირის მიმართვა, სადაც მიიღო შრომითი დასახიჩრება, ან სასამართლოს მიმართვა (სასამართლოს გადაწყვეტილება), უბედური შემთხვევის აქტი ან სხვა დოკუმენტი შრომითი დასახიჩრებით მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ (შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დასკვნა), ხოლო პროფესიული დაავადების შემთხვევაში – სამედიცინო დაწესებულების დასკვნა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298  -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/20.md
