---
title: "მუხლი 21 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/21"
law: "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 15772"
adopted: "2001-12-07"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/21

1. პროფესიული შრომისუნარიანობა ესაა ადამიანის უნარი, შეასრულოს განსაზღვრული კვალიფიკაციისა და მოცულობის სამუშაო სათანადო ხარისხით.

2. თუ დაზარალებულს აქვს რამდენიმე პროფესია, შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას მისი არჩევით ძირითად პროფესიად ჩაითვლება ის, რომელი პროფესიითაც მუშაობდა დაზარალებული შრომითი დასახიჩრებისას ან რომელი პროფესიითაც აქვს ხანგრძლივი მუშაობის სტაჟი, აგრეთვე პროფესია, რომელშიც მიენიჭა უმაღლესი კვალიფიკაცია. იმ მოსწავლეს (სტუდენტს), რომელმაც მიიღო შრომითი დასახიჩრება საწარმოო პრაქტიკის გავლისას ძირითად პროფესიად ჩაეთვლება ის პროფესია, რომელშიც გადის სწავლებას.

3. ცნობებს დაზარალებულის შრომითი საქმიანობის, შრომის პირობებისა და შესრულებული სამუშაოს ხასიათის შესახებ დაწესებულება აზუსტებს სამუშაო ადგილიდან და შესაბამისი სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე.“ საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298  -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/22.md
