---
title: "მუხლი 46 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/46"
law: "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
article: "46"
identifier: "matsne 15772"
adopted: "2001-12-07"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/46

დაწესებულება ვალდებულია: ა) დაადგინოს პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი; ბ) დაადგინოს მიზეზობრივი კავშირი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსთან მიმართებით, განსაზღვროს გადამოწმების ვადა და მომდინარეობის პერიოდი; გ) განუსაზღვროს 18 წლამდე პირს კატეგორია – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“; დ) განუსაზღვროს პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტი დასაქმებულს, რომელმაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო დასახიჩრება, პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანება, აგრეთვე დამატებითი დახმარების გაწევა; ე) განსაზღვროს შრომით დასახიჩრებასთან, ფრონტზე ყოფნასთან და სხვა გარემოებებთან მარჩენალის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირის არსებობა, გარდაცვლილის ოჯახისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გასავრცელებლად, პენსიის დასანიშნად და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად; ვ) შეამოწმოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გადაადგილების საშუალების (სავარძელ-ეტლი, ველოეტლი) მისაღებად სამედიცინო ჩვენებების განსაზღვრის მიზნით; ზ) დახმარება აღმოუჩინოს პირს იმ საბუთების მოძიებაში, რომლებიც აუცილებელია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად და რომელთა წარდგენაც საქართველოს კანონმდებლობით ეკისრება შესამოწმებელ პირს; თ) მონაწილეობა მიიღოს შესაძლებლობის შეზღუდვის პროფილაქტიკისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტუალურ საკითხებზე მოწყობილ კონფერენციებში, თათბირებსა და სემინარებში; ი) (ამოღებულია - 13.06.2023, 33123); კ) გასვლითი სხდომა ჩაატაროს სამედიცინო დაწესებულებასა და ავადმყოფის საცხოვრებელ სადგომში იმ მძიმე ავადმყოფის შესამოწმებლად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს დაწესებულებაში; ლ) სააგენტოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია (დოკუმენტები). საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298  -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408 საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3123 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/47.md
