---
title: "მუხლი 49 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/49"
law: "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 15772"
adopted: "2001-12-07"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/49

დაწესებულებაში შემოწმებას ექვემდებარება პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და რომელსაც დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად აქვს ორგანიზმის ფუნქციის დარღვევა ქმედობაუნარიანობის შეზღუდვით, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას ან სხვა საექსპერტო დასკვნის მიღებას უკავშირებს სოციალურ დაცვაზე უფლების მინიჭებას ან შესაბამის ვალდებულებათა შესრულებისაგან გათავისუფლებას ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298  -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/50.md
