---
title: "მუხლი 52 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/52"
law: "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
article: "52"
identifier: "matsne 15772"
adopted: "2001-12-07"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/52

1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიების ჩატარების შემდეგ, დაავადებით, ტრავმით ან დეფექტით გამოწვეული ორგანიზმის ფუნქციის მყარად გამოხატული მოშლის შემთხვევაში.

2. სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე გასატარებლად შედგენილ მიმართვაში აღინიშნება მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა ფუნქციის დარღვევის ხარისხი, ორგანიზმის კომპენსატორული შესაძლებლობის მდგომარეობა, აგრეთვე ჩატარებული რეაბილიტაციური ღონისძიებების შედეგები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/53.md
