---
title: "მუხლი 63 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/63"
law: "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
article: "63"
identifier: "matsne 15772"
adopted: "2001-12-07"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63 — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, მუხლი 63 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/63

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 თვეში შეიმუშაოს და მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე; ბ) „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე; გ) „დაავადებების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტების ნუსხა, რომელთა არსებობის შემთხვევაში დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალურ პირობებში შრომა“ დამტკიცების თაობაზე; დ)(ამოღებულია).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2007 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.

3. იმ პირებს , რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადა გაუვიდათ ან გაუვათ 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 მაისამდე , შეუნარჩუნდეთ აღნიშნული სტატუსი ხელახალ გადამოწმებამდე , მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 1 მაისისა .

4. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 აპრილამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტები. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298  -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408 საქართველოს 2007 წლის 16 მარტის კანონი №4500-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.82

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/63-1.md
