---
title: "მუხლი 9¹ — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/9-1"
law: "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ"
article: "9^1"
identifier: "matsne 15772"
adopted: "2001-12-07"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9¹ — სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ, მუხლი 9¹ (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/9-1

1. ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (შემდგომ − სააგენტო), რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონით, დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ნიშნავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ხოლო სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5629 – ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3074 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5468 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. თავი II. პირის შესაძლებლობის შეზღუდვის ცნება და კატეგორიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15772-sameditsino-sotsialuri-ekspertizis-shesakheb/10.md
