---
title: "მუხლი 3. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი — სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/3"
law: "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 16054"
adopted: "2002-04-10"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი — სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/3

1. რეგისტრაციის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით დაწესებული სარეგისტრაციო მოსაკრებელი.

2. დაუშვებელია პირისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების დაკისრება.

3. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება რეგისტრაციამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება არსებული წესის მიხედვით.

5. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

6. რეგისტრაციის მაძიებელი ვალდებულია სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კანონმდებლობით დადგენილ სხვა საბუთებთან ერთად წარუდგინოს სარეგისტრაციო ორგანოს.

7. სარეგისტრაციო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №891 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.42

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/4.md
