---
title: "მუხლი 4. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი — სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/4"
law: "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 16054"
adopted: "2002-04-10"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი — სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/4

1. სარეგისტრაციო ორგანო პირს უარს ეუბნება რეგისტრაციაზე, თუ:
ა) წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს შესაბამისი რეგისტრაციისათვის დადგენილ ნორმებს;
ბ) წარდგენილი პროდუქცია და საქონელი არ აკმაყოფილებს შესაბამისი რეგისტრაციისათვის დადგენილ ნორმებს.

2. ზედმეტად გადახდილი თანხა რეგისტრაციის მაძიებელს უბრუნდება სარეგისტრაციო ორგანოს მიერ მისი წერილობითი განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/5.md
