---
title: "მუხლი 7. სარეგისტრაციო მოსაკრებლების სახეები და განაკვეთები; რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო დაწესებულებები — სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/7"
law: "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 16054"
adopted: "2002-04-10"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სარეგისტრაციო მოსაკრებლების სახეები და განაკვეთები; რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო დაწესებულებები — სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/7

1. საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა არის ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა.

1¹. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას სარეგისტრაციო მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთებით:
ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია – 5 000 ლარი;
ბ) საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია – 10 000 ლარი;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია – 50 000 ლარი;
დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია – 3 000 ლარი;
ე) სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაცია – 10 000 ლარი;
ვ) აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაცია – 2 000 ლარი;
ზ) საინვესტიციო ფონდის რეგისტრაცია – 2 000 ლარი;
თ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია − 5 000 ლარი;
[
ი) ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაცია – 10 000 ლარი;
კ) ფაქტორინგული პლატფორმის რეგისტრაცია − 10 000 ლარი.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
1
2
. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს საპენსიო სქემის რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა 2 000 ლარია.

2. საქართველოს ი
უსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციებს:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი;
ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) მსუბუქი ავტომანქანის ძარის გადაფორმება – 40 ლარი;
ბ) სატვირთო ავტომანქანის კაბინის ან ჩარჩოს გადაფორმება – 32 ლარი;
გ) ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომანქანის ან ავტობუსის ძარის გადაფორმება – 63 ლარი;
დ) სატრანსპორტო საშუალების ძრავის გადაფორმება – 38 ლარი.

4. საქართველოს კულტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს საზღვარგარეთ გასატან კულტურულ ფასეულობათა რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა 15 ლარია.

5. (ამოღებულია – 01.07.2011, №5013).

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაცია აღიარებითი რეჟიმით მისი პირველად შემოტანის დროს (გარდა დაინტერესებული პირის მიერ იმპორტირების მიზნის მიუხედავად ფარმაცევტული პროდუქტის პროაქტიულად დარეგისტრირებისა და უკვე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით დაშვებისა შეტყობინების გზით) – 500 ლარი;
ბ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაცია ეროვნული რეჟიმით – 2500 ლარი;
გ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 2000 ლარი;
დ) გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, სისხლის პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
დ
1
) გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, სისხლის პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
ე) იმუნობიოლოგიური პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
ვ) იმუნობიოლოგიური პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
ზ) რადიოფარმაცევტული საშუალების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
თ) რადიოფარმაცევტული საშუალების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
ი) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – დამატებით 10 ლარი;
კ) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – დამატებით 10 ლარი;
ლ) სტომატოლოგიური მასალის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
მ) სტომატოლოგიური მასალის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
ნ) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების (გარდა არაინვაზიური კონტრაცეპტული მექანიკური საშუალებისა) რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
ო) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების (გარდა არაინვაზიური კონტრაცეპტული მექანიკური საშუალებისა) ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 300 ლარი;
პ) სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 1000 ლარი;
ჟ) სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 250 ლარი;
რ) სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 330 ლარი;
ს) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
ტ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 125 ლარი;
უ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 170 ლარი;
ფ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში II რიგის ცვლილებების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 50 ლარი;
ქ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი;
ღ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;
ყ) პარასამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;
შ) პარასამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 300 ლარი;
ჩ) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 600 ლარი;
ც) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი.

7. საქართველოს საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) საწარმოს რეგისტრაცია:
ა.ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 60 ლარი;
ა.ბ) კომანდიტური საზოგადოებისა – 80 ლარი;
ა.გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 160 ლარი;
ა.დ) სააქციო საზოგადოებისა – 360 ლარი;
ა.ე) კოოპერატივისა – 120 ლარი;
ბ) საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%;
გ) საწარმოს წესდებაში ან მისი ფილიალის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;
დ) საწარმოს საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის რეგისტრაცია – მისი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%;
ე) საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია – მისი პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 20%;
ვ) საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის რეგისტრაცია – შერჩეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებელი.

7¹. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) სახელობითი დამღის შიფრისა და დამზადების წლის ლიტერის მინიჭება და ტვიფრის ერთი ცალის რეგისტრაცია – 15 ლარი;
ბ) სახელობითი დამღის ანაბეჭდის ტვიფრის ერთი ცალის ყოველწლიური რეგისტრაცია –10 ლარი.

10. საქართველოს ეკონომიკი
სა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები
ახორციელებ
ენ
შემდეგი სახის რეგისტრაციას:
ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საქართველოს დროშით მცურავი გემის (გარდა ნიჩბიანი ნავისა და მოტორიანი ნავისა) რეგისტრაცია (ყოველწლიური მოსაკრებელი) − 80 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში დამატებული:
გემის საერთო ტევადობა
საფასური საერთო ტევადობის 1 ერთეულზე
(GRT–ბრუტო (მოცულობითი) რეგისტრული ტონა)
<=500 (GRT)
1.7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
501–5000 (GRT)
0.38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
5001–10000 (GRT)
0.22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
10001–50000 (GRT)
0.13 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
>=50000 (GRT)
0.07 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
იახტები და კატარღები (სანაპირო ნაოსნობის)
250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
იახტები და კატარღები (საოკეანო ნაოსნობის)
500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
ბ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5787).
საქართველოს 2002 წლის 7 ივნისის კანონი №1496 - სსმ I, №18, 26.06.2002 წ., მუხ.72
საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2101 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.61
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №191 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.77
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1440 - სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.168
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1808 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.242
საქართველოს 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1919 - სსმ I, №45, 01.11.2005 წ., მუხ.309
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2136 - სსმ I, №50, 01.12.2005 წ., მუხ.334
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2570 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.461
საქართველოს 2006 წლის 28 პარილის კანონი №2959 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.109
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3141 - სსმ I, №18, 31.05.2006 წ., მუხ.135
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3989 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.356
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4201 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.12
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4309 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.34
საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4999 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.233
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5267 - სსმ I, №30, 30.07.2007 წ., მუხ.338
საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5461 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.374
საქართველოს 2008 წლის 7 მარტის კანონი №5799 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.13
საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №26 - სსმ I, №11, 04.07.2008 წ., მუხ.82
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №852 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.275
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1591 - სსმ I, №26, 27.08.2009 წ., მუხ.154
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1976 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.264
საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი №2561 - სსმ I, №6, 22.02.2010 წ., მუხ.22
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3746 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.386
საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4213 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5013 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5016 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5167 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5787 – ვებგვერდი, 19.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6387 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5145 - ვებგვერდი, 04.06.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5435 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1637 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1905 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3111 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3318 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6811 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1795 - ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3343 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3875 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №107 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1452 - ვებგვერდი, 06.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/8.md
