---
title: "მუხლი 8. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დაწესება — სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/8"
law: "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 16054"
adopted: "2002-04-10"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დაწესება — სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/8

სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) I და II რიგის მემკვიდრეები ნოტარიალური წესით ჩუქებითა და მემკვიდრეობით მიღებული ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ)
მუნიციპალიტეტი ძირითადი ქონების რეგისტრაციისას, აგრეთვე მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, რაც მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1193 - სსმ I, №15, 19.04.2005 წ., მუხ.102
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1808 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.242
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3882 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.324
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4309 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.34
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6970-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16054-saregistratsio-mosakreblebis-shesakheb/8-1.md
